სერგი კაპანაძე - კომპრომისთან დაკავშირებით ოპოზიციაში იდეები გვაქვს

არ მგონია, მათ გადაწყვეტილი ჰქონდეთ, რომ კრიზისი უნდა განიმუხტოს. ალბათ იმ გზას დაადგებიან, რომ თვალებში ნაცრის შეყრის კიდევ უფრო მძაფრი ნაბიჯები გადადგან, ოღონდ უკვე ჩვენს პარტნიორებთან მიმართებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგის პროცესში ახალი იდეები აქვს. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ამ იდეების კონცეფცია პლებისციტის ირგვლივაა.

„არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მათ შორის ერთ-ერთია პლებისციტი. ამის ფორმა უკვე მოლაპარაკების საგანია და აქ შეთანხმებისთვის სივრცე არსებობს, იდეები გვაქვს, უბრალოდ, ამაზე საჯაროდ საუბარი, ვიდრე მოლაპარაკებები არ გაიმართება, არასწორია. მაგრამ კონცეფცია პლებისციტის ირგვლივაა“,- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი კრიზისის გაღრმავებაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე განმუხტვაზე.

„ქართული ოცნების“ ლიდერშიფი ამ კრიზისის გაღრმავებაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე განმუხტვაზე, ამიტომ დამოკიდებულება, რომელიც გვესმის, რომ არაფერზე წამოვლენ, საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ის სტატუს-კვოა მისაღები და ყველა სხვა ალტერნატივა არასწორია, ნიშნავს იმას, რომ რაღაც უფსკრულისკენ მივექანებით. თუ მოლაპარაკებები ვარდება და კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება, დღევანდელი ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და აგრძელებს ცხოვრებას, ვითომ არაფერი მომხდარა, ასეთ შემთხვევაში რეალურად გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ კიდევ ახალი ხარისხის ავტორიტარიზმი იყოს ქვეყანაში, ნიშნავს იმას, რომ პოლიტპატიმრებს იტოვებენ, აპირებენ რომ ერთპარტიული პარლამენტით გააგრძელონ მართვა, ლეგიტიმაციის ხარისხი დაბალი აქვთ და ეს არ ანაღვლებთ. ამ ტიპის ქვეყნებთან, ვიცით, როგორი ურთიერთობა აქვს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამიტომ მე არ მინდა ნამდვილად, რომ ამ სცენარებზე ვისაუბრო, იქნება ეს სანქციები, მეტი იზოლირება, მეტი ზეწოლა, თუ გადახედვა დღეს არსებული ურთიერთობების ამერიკასთან და ევროკავშირთან. მათ ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვთ, მაგრამ არ მინდა, რომ ეს ინსტრუმენტები ამოქმედდეს იმიტომ, რომ გაფორმდება, რომ ევროპაზე უარი ვთქვით და გადავედით ბელარუსულ ორბიტაზე“,- განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა