მაია ბითაძე საქართველოში ჩეხეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე საქართველოში ჩეხეთის ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს და განიხილეს გარემოს დაცვის სფეროში საპარლამენტო თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.

„ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის პრიორიტეტები, როგორიცაა ეკონომიკის მწვანე განვითარება და გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალიზაცია დიდ ქალაქებში. დავსახეთ თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებით ინდუსტრიული ავარიების პრევენციისა და ქიმიური ნივთიერებების მათვის კუთხით. ასევე, განვიხილეთ პოტენციური თანამშრომლობის სხვა მიმართულებები, განსაკუთრებით ურბანული გამწვანებისა და ფიტოსანიტარიის საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ელჩმა, პეტრ მიკისკამ აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა და მასპინძლებს აღუთქვა, რომ იზრუნებს უახლოეს მომავალში უფრო აქტიური კავშირები დამყარდეს ჩეხეთის პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჩეხეთის ელჩის მოადგილე იანა გაშპარიკოვა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა