ხანძარმა ევროპის უმსხვილესი „ქლაუდ“ სერვისების პროვაიდერი კომპანიის სერვერები გაანადგურა

ევროპის უმსხვილეს ქლაუდ სერვისების პროვაიდერი კომპანიის OVHcloud-ის სტრასბურგის განყოფილებაში გაჩენილმა ხანძარმა სერვერების ნაწილი გაანადგურა, ნაწილის მუშაობა კი დროებით გააჩერა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი 10 მარტს მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ ცენტრში გაჩნდა.

მეხანძრეებმა ხანძრის გავრცელება აღკვეთეს და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყვეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომპანიამ განმარტა, რომ ხანძარმა, გაანადგურა ოთხიდან ერთი მონაცემთა ცენტრი, ხოლო მეორე დააზიანა. დარჩენილი ორი კი გათიშეს, რომ ზიანი არ მისდგომოდა. კომპანიამ განაცხადა, რომ კლიენტებს აცნობებს ხანძრის მიზეზებისა და შედეგების შესახებ. OVHcloud, რომელიც 1999 წელს შეიქმნა, „როიტერის“ ცნობით, კონკურენციას უწევს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორებიც არიან „ამაზონის“ ვებ-მომსახურება, „მაიკროსოფტის“Azure და „გუგლის“ Cloud. OVHcloud-ს საფრანგეთში მონაცემთა 17 ცენტრი აქვს, მსოფლიოში კი -32. კლიენტების ნაწილი აცხადებს, რომ მათი ვებგვერდები გაითიშა და ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა არ აქვთ. ჯერჯერობით უცნობია, დაიკარგა თუ არა მონაცემები.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს