აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსთან დაკავშირებული 1.9 ტრილიონიანი ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის ეკონომიკური სტიმულირების გეგმას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, წარმომადგენელთა პალატამ დახმარების პაკეტი 220 ხმით 211-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა არც ერთ „რესპუბლიკელს“ არ მიუცია.

”დახმარება აქ არის”, - დაწერა ბაიდენმა „ტვიტერში“ კენჭისყრის შემდეგ. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს პარასკევს მოაწერს ხელს.

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი მოიცავს 1400 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირ ფულად დახმარებას ამერიკელებისთვის, დაფინანსებას შტატებისა და ადგილობრივი მთავრობებისთვის, მცირე ბიზნესებისთვის, ასევე დაფინანსების გაზრდას ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის.

„დემოკრატები“ კანონმდებლობას პანდემიის მიმართ რეაგირების კუთხით გადადგმულ კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ, თუმცა ბიუჯეტიდან 1.9 ტრილიონი დოლარის გამოყოფას არ ეთანხმებიან "რესპუბლიკელები". მათი თქმით, პანდემიით დაზარალებულ ქვეყანას ამ ოდენობის ხარჯები კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა