აშშ-ის სენატმა გენერალურ პროკურორად მერიკ გარლანდი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ მერიკ გარლანდის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

Reuters-ის ინფორმაციით, გარლანდის კანდიდატურის სასარგებლოდ ხმა 70-მა სენატორმა მისცა, 30 კი წინააღმდეგი წავიდა. აღსანიშნავია, რომ მომხრეებს შორის 20 რესპუბლიკელი სენატორიც იყო.

დემოკრატები ყოფილ გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს ტრამპის პირადი და პოლიტიკური სახელით მოქმედებაში ადანაშაულებდნენ.

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, გარლანდი ”აცნობიერებს, რომ მთავარი პროკურორის საქმე კანონის უზენაესობის დაცვაა, განსხვავებით პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროინდელი გენერალური პროკურორებისგან, რომლებიც ხშირად თაყვანს სცემდნენ კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართულ მის ახირებასა და სურვილს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა