ინდონეზიაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, დაღუპულია 27 ადამიანი

ინდონეზიაში, დასავლეთ ჯავის პროვინციაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტობუსში საშუალო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. მათგან 39 გადარჩა. მაშველებმა გადარჩენილი ადამიანები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო