ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში

გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, კომპანია „OMV PETROM’ მზაობას გამოხატავს, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება.

„ მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ერთ-ერთი უდიდეს ავსტრიულ კომპანიასთან „OMV PETROM“ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში შემოვიდა.

ჩვენ გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში, აქედან გამომდინარე, მე მინდა, კიდევ ერთხელ, სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი.

ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ისეთი მსხვილი კომპანია როგორიც არის „OMV PETROM“ გამოხატავს სრულ მზაობას რომ ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნეს გარემო“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა