ეკატერინე ტიკარაძე - რეგულაციების შესრულება მნიშვნელოვანია, რომ მესამე ტალღამდე არ მივიდეთ

მნიშვნელოვანია მოსახლეობამ და ასევე კერძო სექტორმა შეასრულოს ის რეგულაციები, რომელიც დაწესდა ეპიდემიოლოგებისა და შრომითი უსაფრთხოების მხრიდან იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, არ მივიდეთ მესამე ტალღამდე და არ მოგვიწიოს შემდგომი შეზღუდვების დაწესება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგებისთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მიღებული ეფექტი.

„სწორედ ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს, იმისათვის, რომ მოუწოდა და შეახსენა მოსახლეობას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პირბადეების გამოეყენებას. არაერთ სამეცნიერო ინსტიტუტთან გვაქვს კავშირი, რომლებსაც გააჩნიათ ინსტრუმენტები და ზომავენ ყველა ქვეყანაში პირბადის მოხმარებას. სწორედ ამ ინსტიტუტიდან მიღებული სხვადასხვა ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებლობა გვაქვს განვსაზღვროთ შემდეგი პროგნოზი, ასევე ვიცოდეთ, რა ინტენსივობით ხდება ქვეყანაში პირბადის მოხმარება და როგორია ქვეყანაში მობილობა. ამ ინსტრუმენტებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს შეზღუდვების მოხსნასა და ასევე დაწესებაზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენმა მოსახლეობამ და ასევე კერძო სექტორმა შეასრულოს ის რეგულაციები, რომელიც დაწესდა ეპიდემიოლოგებისა და შრომითი უსაფრთხოების მხრიდან იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, არ მივიდეთ მესამე ტალღამდე და არ მოგვიწიოს შემდგომი შეზღუდვების დაწესება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს ყოველ ორ კვირაში აკვირდებიან და შემდგომი ორი კვირა არის განმსაზღვრელი იმისათვის, რა ქმედებამ რა შედეგი გამოიღო. ტიკარაძის თქმით, სოციალური დისტანცირება და პირბადის ტარება „საუკეთესო იარაღია, რაც კაცობრიობას გააჩნია კოვიდპანდემიასთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ“.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს