პრინცი უილიამი - ჩვენ რასისტული ოჯახი არ ვართ

კემბრიჯის ჰერცოგმა სამეფო ოჯახი სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში რასობრივ თემასთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებებისგან დაიცვა და განაცხადა, რომ ისინი რასისტები არ არიან.

„ჩვენ რასისტული ოჯახი არ ვართ“, - უპასუხა პრინცმა უილიამმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა სამეფო ოჯახი რასისტული.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია CBS-მა რამდენიმე დღის წინ პრინც ჰარისა და მისი მეუღლის, მეგან მარკლის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც სასექსის ჰერცოგინია სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათი შვილის, არჩის, დაბადებამდე ღელავდა მისი კანის ფერზე და დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი, თუმცა მეგანმა სამეფო ოჯახის აღნიშნული წევრის ვინაობა არ დააკონკრეტა.

ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბუკინგემის სასახლემ, სადაც აღნიშნულია, რომ მეგან მარკლის მიერ ინტერვიუში რასობრივ თემასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები მათთვის შემაშფოთებელია.

„მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, რამდენად რთული იყო ჰარისა და მეგანისთვის ბოლო წლები. წამოჭრილი საკითხები, კერძოდ კი რასიზმთან დაკავშირებული საკითხი, შემაშფოთებელია. ჩვენ ეს საკითხები სერიოზულად მივიღეთ და მიუხედავად იმისა, რომ მოგონებები შესაძლოა განსხვავებული იყოს, ოჯახი პირადად განიხილავს მათ. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის საყვარელი წევრები“, – აღნიშნულია სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს