საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა

11-12 მარტს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პირველი დიპლომატი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრას გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, პიტერ სიიარტო, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდება.

„პიტერ სიიარტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ინოვაციისა და ტექნოლოგიის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორნდუმს მოეწერება ხელი.

ასევე, უნგრეთის კვლევების, განვითარების და ინოვაციების ეროვნულ ოფისსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდება მემორანდუმი სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმებს უნგრული მხრიდან ხელს მოაწერს პიტერ სიიარტო,ხოლო ქართული მხრიდან განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს