აზერბაიჯანში კორონავირუსის 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 238 383 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 230 244 და დაღუპულია 3 262 ადამიანი.

პორტალ Koronavirusinfo.az-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 436 849 მოქალაქეს ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კოვიდ - 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანა, 180 დღის განმავლობაში რუსული ვაქცინა Sputnik V-ის 300 000 დოზას მიიღებს. ამასთან, აზერბაიჯანში „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში AstraZeneca-ს ვაქცინის 432 000 დოზას ჩაიტანენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა