ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები - ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები, ასევე საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებით. შეხვედრას ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი უძღვებოდა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP), რა განხორციელდა დღემდე, როგორია ეს წარმატებული პროექტები, რა გამოწვევების წინაშე ვართ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელზეც მიდის მუშაობა 2021 წლის OGP-ის ფარგლებში.

„ჩვენ დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მთავარი ხაზი 2021 წელს საპარლამენტო OGP-ის ფარგლებში იქნება კოვიდ გამჭვირვალობა, რის შესახებაც უფრო მეტ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო პერიოდში მივაწვდით. საბჭოს წევრებთან ერთად შევთანხმდით, რომ თითოეული კომიტეტი, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ აღმასრულებლის ზედამხედველობა, ინფორმაციაზე წვდომა და ყველა ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, საპარლამენტო OGP-ის პლატფორმის მეშვეობით მარტივი ფორმით და სწრაფად იყოს მიღებული. ზოგადად OGP მნიშვნელოვანი კომპონენტია საპარლამენტო საქმიანობაში და, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ მომეცა შესაძლებლობა ვუხელმძღვანელო ამ მნიშვნელოვან საბჭოს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა