პოლიციამ აბაშაში 65 წლის ქალის გაუპატიურების ფაქტზე 40 წლის მამაკაცი დააკავა

პოლიციამ აბაშაში 65 წლის ქალის გაუპატიურების ფაქტზე 40 წლის მამაკაცი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტში, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს 1981 წელს დაბადებული მამაკაცი.

დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა.

სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა