ანონსი  12 მარტი

12 მარტს, 11:00 საათზე, "ლელოს" ერთ ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: გასული წლის საგანგაშო მაჩვენებელი უცხოური ინვესტიციების მხრივ და ნათია თურნავას პასუხისმგებლობის საკითხი.

მის: სადგურის მოედანი 2

12 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: რა ხდება რეალურად ოკუპირებულ აფხაზეთში - ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადაყენების მოთხოვნა და „ოფიციალურ თბილისთან" ეკონომიკური ურთიერთობების საკითხი. ოკუპირებული რეგიონის "საგარეო პოლიტიკის" კონცეფცია - "საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობის" საკითხი. ე.წ. "სახელმწიფო გადატრიალების" საქმე. ემუქრება, თუ არა ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტობიდან გადაყენება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 მარტს, 11:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება "მოძრაობა სექტორი 3", მთავარ პროკურატურასთან "ტვ პირველის" და მედია ორგანიზაციების საქმიანობის თავისუფლების მხარდამჭერ აქციას - "დაიცავი სიტყვის თავისუფლება" გამართავს.

საკონტაქტო: ირაკლი კიკიანი - 577 55 19 45

12 მარტს, 12:00 საათზე, საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტში წარადგენს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რეფერენდუმის დასანიშნად კონსტიტუციაში არსებული ხარვეზების გამოსწორების შესახებ.

საკონტაქტო : 599 29 00 13

12 მარტს, 12:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილისა და თავჯდომარის მოადგილის, თამარ ტალიაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

12 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

12 მარტს, 13:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგელობაში ​ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პრესისთვის განცხადებას გააკეთებს.

მის: ჭავჭავაძის 64 ბ, Hilton Garden Inn, ლობი.

12 მარტს, 13:00 საათზე, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

საკონტაქტო: ლელა გიორგაძე - 591 94 95 45

მის.: სობჩაკის 3; “პატრიოტთა ალიანსის სათაო” ოფისი.

12 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან, “კარგი მმართველობის ინსტიტუტის” და IFES-საქართველოს ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის: "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი".

საკონტაქტო: ირინე კურტანიძე - 598 10 10 56.

12 მარტის, 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე მარიამ ცისკაძის თავმჯდომარეობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების შედეგად თანამდებობებიდან გაშვებული მეცნიერების საქმეზე, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

მის: გრ. რობაქიძის გამზ. N7ა, დარბაზი N1.

საკონტაქტო: 599 291202

12 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

12 მარტს, 18:00 საათზე, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ბრიფინგს გამართავს.

თემა: რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნა ბასილაშვილის ტურნირებიდან მოხსნის შესახებ.

მის: პეკინის 31.

საკონტაქტო: ირაკლი მამალაძე - 577 10 02 02

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს