საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის რიგით მე-6 სხდომა გაიმართა

11 მარტს ვიდეო-კონფერენციის ფორმატში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები; საზოგადოებრივი ჯანდაცვა" რიგით მე-6 სხდომა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო სტრატეგიის და ინსტრუმენტების სამსახურის ხელმძღვანელი ანნა სტრაცკა.

„შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შესაბამისი დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ქ-ნი თამარ გაბუნია. ევროპული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.

სხდომაზე ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა შრომის, დასაქმების და პროფესიული განათლების სფეროებში გაწეულმა ძალისხმევამ, კერძოდ დადებითად შეფასდა შრომის კოდექსში და პროფესიული განათლების კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე დასაქმების სერვისების კანონისა და შრომის ინსპექციის ახალი კანონის მიღება. მაღალი შეფასება მიეცა ინსტიტუციურ დონეზე განხორციელებულ ნაბიჯებს, მათ შორის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ამოქმედებას და შრომის ინსპექტორის სამსახურის მანდატის გაფართოებასა და რესურსებით გაძლიერებას, რაც შესაბამისობაშია ევროკავშირის შესაბამისი ევრო-რეგულაციების და ევრო-დირექტივების მოთხოვნებთან. ამასთან ერთად, ევროკავშირის მხარემ მოიწონა ჯანდაცვის პოლიტიკის და დაავადებათა კონტროლის კუთხით, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვების მიზნით გადადგმული ნაბიჯები“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა