ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული იქნება ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა