თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მდგრადი და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ტრანსფორმაციისა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით ბრიტანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,გაერთიანებულ სამეფოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საუბრისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების საქმეში ბრიტანეთის წვლილი ხაზგასმით აღინიშნა. ასევე, საუბარი საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ბრიტანელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობას შეეხო. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა თავდაცვის სფეროს სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა მიმართულებით განათლების მიღების შესაძლებლობისთვის. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით სტრატეგიულ დონეზე შეხვედრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა