ნათია თურნავა - IRI-ის საბოლოო ანგარიში ცალსახა დასტურია, რომ ეს იყო საუკეთესო არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში

IRI-ის საბოლოო ანგარიში არის ცალსახა დასტური, რომ არჩევნები საუკეთესო სტანდარტებით ჩატარდა და ეს იყო საუკეთესო არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში“, - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა IRI-ის ტექნიკურ საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს.

მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

„IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ეს საბოლოო ანგარიში არის ცალსახა დასტური, რომ არჩევნები საუკეთესო სტანდარტებით ჩატარდა და ეს იყო საუკეთესო არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში. მიუხედავად პანდემიისა, ეს იყო დემოკრატიული და თავისუფალი მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნები. ასევე, ითქვა, რომ ის რეფორმები, რაც წინ უძღოდა არჩევნებს უზრუნველყოფდა აბსოლუტურ დემოკრატიულ გარემოს და მაღალ შეფასებას იმსახურებს. ეს არის საბოლოო პასუხი იმ დესტრუქციულ ოპოზიციას, ვინც კითხვის ნიშნების გაღვივებას ცდილობდა საზოგადოებაში ამ არჩევნებთან დაკავშირებით“ , - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც გაზრდილ საარჩევნო აქტივობას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას ასახავს. როგორც IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი აღნიშნავს, "გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა