ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროკავშირის შიგნით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თანაბრად გადანაწილება არ ხდება

ავსტრიის კანცლერი, სებასტიან კურცი აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზები თანაბრად არ ნაწილდება ევროკავშირში წევრი ქვეყნების მოსახლეობის მიხედვით, როგორც ეს შეთანხმებული იყო ბლოკის შიგნით.

კურცის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ლიდერები მოსახლეობის შესაბამისად ვაქცინის განაწილების პრინციპზე შეთანხმდნენ, ვაქცინაციის საკითხებში ევროკავშირის მესვეურებმა ისეთი შეთანხმებები გააფორმეს ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც ამ პრინციპის საწინააღმდეგოა.

„მიწოდება არ არის დაფუძნებული წევრი ქვეყნების მოსახლეობის პრინციპზე. როგორც ჩანს, არსებობს გეგმები, რომ ეს პრაქტიკა კიდევ უფრო გაძლიერდება უახლოეს თვეებში და სხვაობა წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო და უფრო გაიზრდება. ნიდერლანდები ივნისის ბოლომდე მოსახლეობის რიცხვის მხრივ არა მხოლოდ მის მეზობელ ქვეყნებზე მეტ დოზებს მიიღებს, არამედ თითქმის ორჯერ მეტსაც, ვიდრე - ხორვატია“, - აღნიშნა კანცლერმა პრესკონფერენციაზე.

აქვე მან გამჭვირვალობისა და გამოსავლის მოძიებისკენ მოწოდებები გააჟღერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა