არჩილ თალაკვაძე - ადგილი ჰქონდა დაგეგმილ, შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ- ამის უკან დგანან ადამიანები, ვინც საზოგადოებაში ზიზღს ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია იყო ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რომლის უკან ის ადამიანები დგანან, ვინც საზოგადოებაში ზიზღს ავრცელებენ.

"სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერაა, რომ იყო უკანონო მოსმენები, ადამიანის უფლებების დარღვევა, ბიზნესის ტერორი და ა.შ., არ ვაპირებ დრო დავხარჯო ამაზე, ვინაიდან ყველა მოქალაქემ იცის რა ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ეს გასაკვირი არ არის და არც იქნება, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უკანონო ჩანაწერების გაკეთება წარმოადგენს საფრთხეს, რომ მომავალში გამოყენებული იქნება რაიმე მიზნებისათვის. ამ შემთხვევაში პრინციპულია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა და მათი კომპრომეტაცია ჩანაწერების საშუალებით. ეს არ არის ჩვენი ხელისფულების ხელწერა. იმ შემთხვევებში როდესაც ასეთი პრეტენზიები იყო ხელისუფლებამ მოახდინა რეაგირება და რისი გამოკვლევის საშუალებასაც იძლეოდა ელექტორნული ჩანაწერები.

ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაგეგმილ, შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ბევრი კითხვებია რატომ დაემთხვა დიალოგის ამ მნიშვნელოვანი მომენტის ჩანაწერების გამოქვეყნება. აშკარაა, რომ ამის უკან დგანან ადამიანები ვინც ჩვენს საზოგადოებაში ავრცელებენ ზიზღს, ხელს უწყობენ, რომ პოლიტიკაში იყოს დაპირისპირება. ეს არის „ჰეითერობა“ და „ჰეითერობა“ თანამედროვე საზოგადოებაში არის სირცხვილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა