საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 50 წელი შეუსრულდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა და სამხედრო მოსამსახურეები თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარიძეებს ესტუმრნენ.

„მათ ზურაბ იარაჯულის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ზურაბ იარაჯულისა და ქართველი მებრძოლის, მერაბ მინდიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ დოღს დაესწრნენ. მათ სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებულ მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის სახელით საპრიზო საჩუქრები გადასცეს. ქართველ მებრძოლებს ადგილობრივების მიერ გამართული „ხრიდოლის“ საჩვენებელი წარმოდგენაც მიეძღვნა. მოგვიანებით, სამხედროებმა გადაინაცვლეს ზურაბ იარაჯულის საფლავზე, სადაც სასულიერო პირებმა გმირის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ადგილობრივებმა ეროვნული გმირი მთის ტრადიციების მიხედვით დაიტირეს და „დალაობა“ გამართეს. ზურაბ იარაჯულის საიუბილეო ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.

სამხედრო მფრინავი, ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა