ვახტანგ მეგრელიშვილი მოლაპარაკებების შედეგებზე - შეუძლებელია ივარაუდო, გიჟს რა დაესიზმრება და მეორე დღეს რას გააკეთებს

ფარულ ჩანაწერებს ვუყურებ როგორც ამ პროცესის საბოტირების კიდევ ერთ ინსტრუმენტს, მსგავსი ჩანაწერები უშლის ხელს მოლაპარაკებებს და ქმნის კლიმატს, როდესაც სირცხვილია ერთად დაჯდომა და ლაპარაკი. თქვენ გგონიათ „ქართულ ოცნებას“ უარესი ჩანაწერები არ ექნება ხვალ რომ გამოდოს? - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა მოლაპარკებების პროცესში წარმოდგენილი და გაუგებარია, რატომ აძლევენ ოპოზიციონერები თავს უფლებას სხვა პარტიის თანამდებობის პირები შეაფასონ.

„ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით გამოდიან და რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ. ეს არის დაპირისპირების, პოლარიზაციის განწყობის შექმნა. თუ სინამდვილეში რაიმე გვიშლის ხელს, ეს არის, რომ ამ მხარეებს კონკრეტულად არ უნდოდათ შეთანხმება. „ქართულ ოცნებას“ ფიზიკურად არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პარლამენტში მუშაობა, იგივე ხდება ოპოზიციის მხარეს. ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელიც ვიტყვით, რომ რომელიმე მართალია ან მტყუანია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია კლიმატს დავაკვირდეთ და ვთქვათ - ასეთ პირობებში მოიმატა შეთანხმების ალბათობამ თუ შემცირდა. განცხადებები, თითქოს მზად არიან მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის ტყუილია - ოთხი თვე გავიდა, პრიმიტიული ამბით დადიან ჩემი კოლეგები და ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ ეთერებში. ამით პოლიტიკა ინტერესს კარგავს და ადამიანები ბრაზდებიან იმაზე, როგორ შეიძლება ასეთი ელემენტარული ისტორია დაიჯერო. ამას საბავშვო ბაღებში უყვებიან ბავშვებს ძილის წინ.

შეუძლებელია ივარაუდო, გიჟს რა დაესიზმრება და მეორე დღეს რას გააკეთებს. ეს არის ბოლო შანსი და „ქართულმა ოცნებამ“ მართლა შეიძლება რაღაც ნაბიჯები გადადგას. არ მინდა ვთქვა, რომ არაფერი მოხდება, უბრალოდ საჭიროა მეტი კონკრეტიკა, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. ჩემთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა მოლაპარკებების პროცესში წარმოდგენილი. გაუგებარია, რატომ ვაძლევთ თავს უფლებას შევიდეთ სხვა პარტიის თანამდებობის პირების შეფასებაში, რა ჩვენი საქმეა? იმ ხალხმა წარმომადგენლად ეს კაცი გამოგვიგზავნა. რა მნიშნველობა აქვს ირაკლი კობახიძე იქნება, თუ ირაკლი ღარიბაშვილი?“ - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა