ზვიად კორძაძე „ტვ პირველთან“ დაკავშირებით სასამართლოს განჩინებას ეხმაურება

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის ადვოკატი ზვიად კორძაძე „ტვ პირველთან“ დაკავშირებით სასამართლოს განჩინებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმიანება და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან პარალელს ავლებს.

"დაზარალებული თუ არაა დანაშაული არ არისო, კონვერტი იქნება თუ წერილი, თუნდაც ფოსტით არ იყოს გამოგზავნილი, გამოძიებისთვის საყურადღებოაო.

მეტს კი არაფერს ვამბობდით ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე", - წერს კორძაძე.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ იმ ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა, სადაც სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძისა და ბერა ივანიშვილის საუბარია ჩაწერილი. დღეს კი "ტვ პირველმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა