ანონსი 13 მარტი

ანონსი 13 მარტი

13 მარტს, 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.

მის.: კახეთის გზატკეცილი #99, დაავადაებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

საკონტაქტო: ნინი 595 05 36 05

13 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრები გაიმართება.

მის.: ქალაქი ქუთაისი, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის დარბაზი.

13 მარტს, 14:00 საათზე, პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ლევან სამუშია, თორნიკე ართქმელაძე და გიორგი სიორიძე გამართავენ ბრიფინგს და მოითხოვენ გამოძიების დაწყებას გუშინ ირაკლი კობახიძის განცხადებების საფუძველზე რომელიც მელიას დაკავებას შეეხება.

მის: სადგურის მოედანი 2