იტალიის უმეტეს ნაწილში მაღაზიები, რესტორნები და სკოლები იხურება

იტალიის უმეტეს ნაწილში, მათ შორის რომსა და მილანში, ორშაბათიდან მაღაზიები, რესტორნები და სკოლები იხურება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის განმარტებით, დამატებითი შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულამდე გაგრძელდება. ამასთან, 3-5 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, "ლოქდაუნი" ქვეყნის მთელ ტერიტორიას შეეხება.

აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეებს შინიდან გასვლის უფლება მხოლოდ სამსახურში წასვლის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ან სხვა გადაუდებელი მიზეზის გამო ექნებათ.

„მესმის, რომ ეს შეზღუდვები ზეგავლენას მოახდენს თქვენი შვილების განათლებაზე, ქვეყნის ეკონომიკასა და ყველას სულიერ ჯანმრთელობაზე, მაგრამ მათი დაწესება აუცილებელია იმისთვის, რომ სიტუაციის გაუარესება და უფრო მკაცრი შეზღუდვები ავიცილოთ თავიდან,“- განაცხადა დრაგიმ.

ცნობისათვის, იტალიაში, ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა და დღეში 25 000-ს გადააჭარბა. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში საავადმყოფოები და რეანიმაციული განყოფილებები გადატვირთულია.

იტალიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 3.2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 100 000-ს აჭარბებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს