მიანმარში პოლიციის მიერ გახსნილ ცეცხლს აქციის ორი მონაწილე ემსხვერპლა

მიანმარში საპროტესტო აქციების კიდევ ორი მონაწილე დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ქალაქ იანგონში პოლიციის შენობასთან იყვნენ შეკრებილები და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

შეერთებული შტატების, ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერებმა გუშინ განაცხადეს, რომ მიანმარში დემოკრატიის აღდგენის მიზნით ერთად იმუშავებენ.

„როგორც მიანმარისა და მისი ხალხის დიდი ხნის მხარდამჭერები, ხაზს ვუსვამთ დემოკრატიის აღდგენის გადაუდებელ აუცილებლობას,“- ნათქვამია ოთხი ქვეყნის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მიანმარში, 1-ელი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას, 70-ზე მეტი მომიტინგე დაღუპა. ამასთან, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების ძალებმა 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო