ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციისთვის სასურველი დრო და ადგილი დაჯავშნოს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს, 12:00 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციისთვის სასურველი დრო და ადგილი დაჯავშნოს.

როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის უწყებას ყოველდღიური კომუნიკაცია ექნება ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც ვაქცინაცია მოხდება, რათა შესაძლო საფრთხეების მინიმირება მოხდეს.

„შექმნილია პორტალი, სადაც ხდება ადამიანების დარეგისტრირება. დღეს 12 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს საშუალება მიეცემა, დაჯავშნონ თავიანთი დრო და ადგილი, თუ სად იქნებიან ისინი ვაქცინირებული და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თანმიმდევრულად და წარმატებით წარიმართება. უნდა აღინიშნოს იმ სამედიცინო დაწესებულებების აქტივობის მნიშვნელობა, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ჩვენ მათთან გვექნება ყოველდღიურ რეჟიში უწყვეტი კავშირი, რომლის მიხედვითაც შევძლებთ, ხარისხის განსაზღვრას და ყველა იმ საფრთხის მინიმირებას, რომელიც შესაძლოა ამ პროცესში დადგეს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დღეს შემოვიდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!