უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის ახალი შტამის გამო უკრაინა საკმაოდ რთულ პერიოდში იმყოფება

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი მაკსიმ სტეპანოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო უკრაინა „საკმაოდ რთულ პერიოდში“ იმყოფება.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მართლაც საკმაოდ რთულ პერიოდში შევედით კორონავირუსის ახალი შტამის თვალსაზრისით. ის უფრო მეტად გადამდებია, მეტი ადამიანი ავადდება, ის ხვდება მეტ ახალგაზრდას. მეტიც, ჩვენ ვხედავთ ცვლილებას კლინიკურ სურათზე: ის გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თირკმელებზე, ღვიძლზე. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული კლინიკური სურათი“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსის 13 276 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ბოლოს 13 500 შემთხვევა 2020 წლის 11 დეკემბერს დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური რიცხვი იყო. უკრაინის მონაცემებით, ამ დრომდე ქვეყანაში კოვიდ-19-ის სულ 1.45 მილიონი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი დაძლია 1.2 მილიონმა ადამიანმა. ლეტალურად დასრულდა 28 158 შემთხვევა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს