"ევროპის უნივერსიტეტი" ფუტსალის ლიგის  თასის გათამაშების მეოთხედფინალშია

ფუტსალის ლიგის თასის გათამაშების მეოთხედფინალში "ევროპის უნივერსიტეტი" და "არმია" იასპარეზებენ. II საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში EU-მ ქუთაისის "მართვე" ანგარიშით 7:4 დაამარცხა და თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

"ევროპის უნივერსიტეტიდან" დაძაბულ მატჩში თავი კარლო წვერავამ და გიორგი ქერხულმა გამოიჩინეს, რომლებიც გუნდს თასის საგზურის მოპოვებაში დაეხმარნენ. მეტოქის რიგებიდან დუბლი მალხაზ შველაძემ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივესიტეტი" და "არმია", უმაღლესი ლიგის 6 გუნდს შეურთდებიან და ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში მათთან ერთად იასპარეზებენ“, - ნათქვამია "ევროპის უნივერსიტეტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა