კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ბრაზილიამ ინდოეთს გადაუსწრო და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ბრაზილიამ ინდოეთს გადაუსწრო და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, შესაბამისი ინფორმაცია პლატფორმა Worldometers-ზეა განთავსებული.

სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის ბრაზილიაში კორონავირუსის 11.43 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, ინდოეთში კი 11.35 მილიონი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა. რიო-დე-ჟანეიროში დაფუძნებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Fiocruz- მა გასულ კვირას მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ბრაზილიის 27 შტატიდან 25-ში რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლების 80% -ზე მეტი დაკავებულია, ბრაზილიის 15 უდიდეს ქალაქში კი საწოლების 90%-ია დაკავებული. რაც შეეხება ვირუსით გარდაცვლილებს, ბრაზილიაში ვირუსს 277 000 ადამიანი ემსხვერპლა, ინდოეთში კი 158 000.

იხილეთ ვიდეო:კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ბრაზილიამ ინდოეთს გადაუსწრო და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა