აქტივისტები არგენტინის პრეზიდენტს თავს დაესხნენ

აქტივისტები არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესს თავს დაესხნენ.შემთხვევა ჩუბუტის რეგიონში მოხდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა წიაღისეულის მოპოვების შეჩერების მიზნით აქციას მართავდა. აქტივისტებმა პრეზიდენტის მიკროავტობუსი ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის მიკროავტობუსს ქვები ესროლეს, რა დროსაც ტრანსპორტის მინები ჩაიმსხვრა. შემთხვევის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ წიაღისეულის მოპოვების გამო არგენტინის ხელისუფლებამ 200-ზე მეტი სახლის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ადგილობრივების აღშფოთების მიზეზი გახდა.

იხილეთ ვიდეო:აქტივისტები არგენტინის პრეზიდენტს თავს დაესხნენ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა