მიანმარში საპროტესტო აქციის დროს მომხდარ დაპირისპირებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარში საპროტესტო აქციის დროს მომხდარ დაპირისპირებას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, 5 ადამიანი ქალაქ მანდალაში დაიღუპა, 5 იანგონში, დანარჩენები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებში. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებ.

საერთო ჯამში, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე, მიანმარში აქციების დროს პოლიციიის მხრიდან ძალის გამოყენებას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა.

მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო