მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, გადასაწყვეტია საკითხი, როგორ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე - ყველა უნდა წავიდეთ კომპრომისზე

ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, ახლა გადასაწყვეტია საკითხი, როგორ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე - პლებისციტი ამ არჩევნებამდე მისასვლელი გზაა, - აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე პარტია “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

“მგონი, ყველა უნდა წავიდეთ კომპრომისზე იმიტომ, რომ ქვეყანას მეტი კომპრომისის საშუალება აღარ აქვს. ამაზე მეტი კომპრომისი არ არსებობს, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვკითხოთ თუ რა უნდათ მათ“, - განაცხადა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე იმისთვის მოვიდნენ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ.

“ჩვენი შეთავაზება დიდი ხანია გაკეთებულია“, - დასძინა ჯაფარიძემ დანიელსონთან შეხვედრის წინ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა