ზურაბ ჯაფარიძე - გამოჩნდება რამდენად მოახერხეს მედიატორებმა პოზიციების დაახლოება - რამდენიმე საკითხი პრინციპულია, პოლიტპატიმრები გარეთ უნდა იყვნენ, ხელახალ  არჩევნებამდე რამენაირად უნდა მივიდეთ

გამოჩნდება რამდენად მოახერხეს მედიატორებმა პოზიციების დაახლოება - თუ რაიმენაირად შესაძლებელია შეთანხმებამდე მისვლა, ალბათ, შესაძლებელია დღეს, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარს შინაარსი დაეკარგება, თუ პოლიტპატიმრები გარეთ არ იქნებიან და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.

„ჩემი შეხვედრა ახლა უნდა დაიწყოს, გამოჩნდება რამდენად მოახერხეს მედიატორებმა პოზიციების დაახლოება. ამ წუთში, მე არ მაქვს ინფორმაცია, როგორ ჩატარდა შეხვედრა, მაგიდაზე რა წინადადებები დევს. რამდენიმე საკითხი პრინციპულია, მაგალი​თად, პოლიტპატიმრები გარეთ უნდა იყვნენ, ამის გარეშე საუბარს შინაარსი არ აქვს. მეორე, ხელახალი არჩევნებია და ამაზე რამენაირად უნდა მივიდეთ. ეს გზა როგორი იქნება არ ვიცი... პლებისციტი, ცხადია, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისია. თუ რაიმენაირად შესაძლებელია შეთანხმებამდე მისვლა, ალბათ, შესაძლებელია დღეს. ამაზე უფრო მაღალი რანგის ვინ უნდა ჩაერთოს მედიაციის პროცესში, უბრალოდ, არ ვიცი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა