Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 121 ქვეყანაში მიმდინარეობს, აიცრა 354 მილიონი ადამიანი

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 121 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 354 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 9 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

ყველაზე მეტი - 105 მილიონი ვაქცინირებული აშშ-შია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 100 მოსახლიდან მინიმუმ ერთი დოზა მიიღო 31-მა ადამიანმა. რაოდენობით, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, სადაც 52 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 3.7 ვაქცინირებულს უდრის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც 45.5%-მა ვაქცინის უკვე ორივე დოზა მიიღო. რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ვაქცინის მინიმუმ ერთ დოზა მიიღო 48.5 მილიონმა ადამიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა