დავით ბაქრაძე - პროგრესი იყო, შეხვედრა იყო პოზიტიური - ჩვენი ამოცანაა, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება

მსვლელობა შეთანხმების მიღწევისკენ გრძელდება, იმედი მაქვს მოვახერხებთ, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. გამომდინარე დროში შეზღუდვებიდან ჩვენი ამოცანაა დღეს, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ მოლაპარაკებებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, თუმცა შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.

"დღეს მოლაპარაკებებში გვქონდა პოზიტიური დინამიკა, მაგრამ შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. საერთო დოკუმენტი, ექვსპუნქტიანი ჩარჩო-დოკუმენტი შეთანხმებული არ არის. დინამიკა შენარჩუნებული იყო, შეხვედრები დღეს გაგრძელდება, დანიელსონის წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა ამ ოფისში და იმედი მაქვს, ყველა ერთად მოვახერხებთ ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი და გამოსავალი მოვძებნოთ. პროგრესი იყო, დღევანდელი შეხვედრა იყო პოზიტიური შეხვედრა, მსვლელობა შეთანხმების მიღწევისკენ გრძელდება და იმედი მაქვს მოვახერხებთ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. გამომდინარე დროში შეზღუდვებიდან ჩვენი ამოცანაა დღეს, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება. შემიძლია მხოლოდ ლოგიკურად ვივარაუდო, რომ ხელისუფლებასთან ერთადაც გაიმართება შეხვედრა, თუმცა ამას წყვეტს ბატონი დანიელსონი. ჯერჯერობით მას ძალიან პროფესიონალურად და სწორად მიყავს მოლაპარაკებების პროცესი, როგორც ის გადაწყვეტს ჩვენ მივყვებით მის დადგენილ პროცედურას. ლოგიკურად ვვარაუდობ, რომ ალბათ ხელისუფლებასთანაც იქნება მოლაპარაკებები“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა