ანგელა მერკელის პარტია ორ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა

ანგელა მერკელის პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” ქვეყნის ორ მნიშვნელოვან რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წინასწარი მონაცემების თანახმად, ბადენ-ვიურტემბერგში “ქრისტიან-დემოკრატებმა“ ხმების 23%-ი მიიღეს, „მწვანეთა პარტიამ“ კი - 31.5 %-ი.

რაც შეეხება მეზობელ რაინლანდ-პფლაცის რეგიონს, მერკელის პარტიამ ხმების 25.5%-ი მოიპოვა, „სოციალ-დემოკრატებმა“ კი - 33.5%-ი.

BBC-ი წერს, რომ შედეგები მოსალოდნელზე უარესი იყო და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის რეიტინგის შემცირება მთავრობის მიერ პანდემიის არასათანადოდ მართვისა და პარტიის რამდენიმე დეპუტატის პირბადეების შესყიდვის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობასთან დაკავშირებულმა სკანდალმა შეამცირა.

თავად ანგელა მერკელი, რომლის ბოლო ვადის დასრულებამდე სულ რაღაც 6 თვეა დარჩენილი, კვლავ პოპულარულია. თუმცა, აღნიშნულ ორ რეგიონში ჩატარებული არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ სექტემბერში დაგეგმილ ფედერალურ არჩევნებში, როდესაც ქვეყანამ ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს” არცთუ კარგი შანსები აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო