AstraZeneca - ვაქცინაციის შედეგად თრომბის წარმოქნის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს

კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ვაქცინირებული ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების განხილვის შედეგად თრომბის წარმოქნის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არ გამოვლენილა.

”ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილი 17 მილიონზე მეტი ადამიანის უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემების ყურადღებით განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის გაზრდილი რისკი არ არსებობს, ”- აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, კომპანია და ევროპის ჯანდაცვის ორგანოები ვაქცინის დამატებით შემოწმებას ახორციელებენ და არცერთი ხელახალი ტესტირების შედეგად შეშფოთების მიზეზი არ წარმოქმნილა. ამასთან, AstraZeneca-ს ინფორმაციით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ანგარიში ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ვებ-გვერდზე მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, ირლანდიის, დანიის, ნორვეგიის, ისლანდიის და ნიდერლანდების ხელისუფლებებმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში სისხლის შედედების პრობლემების წარმოქნის გამო შეაჩერეს, გასულ კვირას კი ავსტრიამ AstraZeneca-ს კონკრეტული პარტიის დოზების გამოყენება შეწყვიტა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განმარტებით, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ სისხლის შედედების პრობლემები ვაქცინაციის შედეგად წარმოიქმნა. იგივე მოსაზრება გააჟღერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა