ნათია თურნავას განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტისას, ეკონომიკურ ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაუბრო მიმართულება იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტისას, ეკონომიკურ ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაუბრო მიმართულება იქნება.

როგორც მან აღნიშნა, ისინი ისაუბრებენ ევროკავშირის ბაზრის სრული ათვისებასა და ახალი პროდუქციის ჯგუფების გამოვლენაზე.

„ასოცირების შეთანხმების შესრულება და კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად არის საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კურსის ერთგული. ეკონომიკურ ნაწილში, გვექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაუბრო მიმართულება. პირველ რიგში, ეს არის შავი ზღვის გამავალი მარშტრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან. ჩვენ საბორნე მარშრუტები დღესაც გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ევროკავშირთან უკეთესად ვივაჭროთ. ევროკავშირი, ჩვენი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. მეორე მიმართულება არის ევროკავშირის ბაზრის სრული ათვისება, ახალი პროდუქციის ჯგუფების შეძენა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით ევროკავშირის ბაზარზე შეაღწიონ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი