იუსტიციის ყოფილი მინისტრი
გოჩა ლორთქიფანიძე

დაიბადა 1964 წლის 3 თებერვალს ქ. ფოთში.

არის სამართლის პროფესორი. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით. 1995 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებების სამართალში, ხოლო 2004 წელს - ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. 2011-2014 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე ფორდამის უნივერსიტეტში (აშშ).

1991-2005 წწ-ში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო გაეროს სამმართველოს უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სამართლებრივი მრჩეველი. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში.

2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ქ. ნიუ-იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი, ასწავლიდა ადამიანის უფლებებს, მიჰყავდა აკადემიური პროგრამები იძულებით გადაადგილებული პირების და ქალთა უფლებების შესახებ.

2012 წლის 19 ნოემბრიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან - მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და მოწვეული ლექტორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში.

არის ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის, ვენეციის კომისიისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრი.

2020 წლის დეკემბერში არჩეულ იქნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

ყოფილი ფინანსთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველ მოსამართლეს გოჩა ლორთქიფანიძეს სანქციები დაუწესა
გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახდა
იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
ბრიუსელში საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამჟამად დღის წესრიგში იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის თანამდებობის დატოვების აუცილებლობა არ დგას
დავით ზალკალიანი - ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
დავით ზალკალიანი - საქართველო არის ევროკავშირის ყველაზე ახლო მოკავშირე და დასაყრდენი რეგიონში და ჩვენ, როგორც არასდროს ისე გვჭირდება მათი მხარდაჭერა
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ამჯერად გაფართოებულ ფორმატში ხვდება
ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდება
ნათია თურნავას განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტისას, ეკონომიკურ ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაუბრო მიმართულება იქნება
ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო
მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები