ხათუნა სამნიძე - როგორ ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ სურს კონკრეტულ კომპრომისებზე წავიდეს - დათმობა ორივე მხარეს მოგვიწევს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მანამდე დარჩება, სანამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში კონკრეტული შედეგი არ იქნება.

როგორც მან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, “ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ კონკრეტულ კომპრომისებზე წავიდეს, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გრძელდება.

„შარლ მიშელის პირადი წრმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი რჩება მანამ, სანამ ეს მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგამდე არ მივა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგება, მიუხედავად იმისა, რომ რთული საკითხები არის. როგორ ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ კონკრეტულ კომპრომისებზე წავიდეს. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი გრძელდება, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და გარძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ შეთანხმებას. დათმობა ორივე მხარეს მოგვიწევს. შეთანხმება ნიშნავს კომპრომისებს და კომპრომისი ორმხრივია. სწორედ ამიტომ, მეტი დრო დაგვჭირდება, ვიდრე წარმოგვედგინა, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანი იმით არის, რომ მანამ, სანამ ეს მოლაპარაკებები ბოლომდე არ მივა, ბატონი დანიელსონი აქ რჩება“,-განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს სამი დღის წინ ესტუმრა. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა