„გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო სიმღერად I Can't Breathe-ი დასახელდა

„გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო მუსიკალური ალბომისთვის - Folklore - ჯილდო ტეილორ სვიფტს გადაეცა.

ამასთან, წლის საუკეთესო სიმღერად მომღერალ H.E.R-ის სიმღერა I Can't Breathe-ი დასახელდა, რომელიც პოლიციის მიერ დაკავების დროს დაღუპული ამერიკელი ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვების ციტირებას წარმოადგენს.

საუკეთესო ჩანაწერისთვის -Everything I Wanted - ჯილდო ბილი აილიშს გადაეცა.

ბიონსემ კი ჯილდო R&B-ს (რიტმისა და ბლუზის) საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს მომღერლის 28-ე ჯილდოა, რითაც ის გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ქალი გახდა.

ცნობისათვის, გრემის დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში წუხელ გაიმართა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა