ჩინეთში უჩვეულო ქვიშის ქარიშხლის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო

ჩინეთის დედაქალაქი პეკინი სქელმა „სმოგმა“ მოიცვა, რისი მიზეზიც უჩვეულო ქვიშის ქარიშხალი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის ამინდის ბიუროს განცხადებით, ქარიშხალმა ჰაერის დაბინძურების უპრეცედენტო ზრდა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ რაიონში რეკომენდირებულ ზღვარზე 160-ჯერ მეტი ჰაერის დაბინძურების დონე დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაუქმდა ასობით ავიარეისი. სკოლებს ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებების გადადებისკენ მოუწოდეს, რესპირატორული დაავადებების მქონე მოქალაქეებს კი შინ დარჩენა ურჩიეს.

ჩინური გამოცემა Global Times-ის ინფორმაციით, ქვეყნის მინიმუმ 12 პროვინცია, მათ შორის დედაქალაქი, დაზარალდა. ამინდის გაუმჯობესებას ორშაბათს ღამიდან ელიან.

ადგილობრივი ამინდის ბიუროში აცხადებენ, რომ ეს ყველაზე უარესი ქვიშის ქარიშხალია, რაც კი ქვეყანას ბოლო ათწლეულის განმავლობაში დატყდომია თავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა