დავით ჭიჭინაძე - თუ ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს მოლაპარაკებაზე ისე წავა, რომ ნიკა მელია გათავისუფლებული არ იქნება, „ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდა  უნდა აყირავდეს

„ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუკი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს მოლაპარაკებაზე ისე წავა, რომ ნიკა მელია გათავისუფლებული არ იქნება, „ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდა უნდა აყირავდეს.

ჭიჭინაძის თქმითვე, ქვეყანას ცვლილებები და ახალი არჩევნები სჭირდება.

„არ შეიძლება ვენდოთ მათ, ვინც ერთ ადამიანს, ორჯერ შეუწყვიტა უფლებამოსილება და ორივეჯერ უსამართლოდ! არ შეიძლება ვენდოთ მათ, ვინც არა მარტო 8 მარტის, პრაქტიკულად ყველა შეთანხმება დაარღვია და თუ ღარიბაშვილი 16 მარტს მაინც ისე წავა მოლაპარაკებაზე, რომ მანამდე ნიკა მელიას არ გამოუშვებენ, „ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდა უბრალოდ უნდა აყირავდეს, რადგან მათთან საუბარიც კი ამორალური იქნება. ქვეყანას ცვლილებები სჭირდება, ახალი არჩევნები, რომელსაც გარდამავალი მთავრობა ჩაატარებს და არა „ოცნების“ გაუგებარი ყიყლიყოები”, - აცხადებს ჭიჭინაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა