დავით სერგეენკო - რითი წავიდა პრემიერი ბრიუსელში? - მთავარი იმის დადასტურებაა, რომ საქართველო ინარჩუნებს ევროინტეგრაციის კურსს და უფრო მეტიც, აქვს კონკრეტული, საკმაოდ ამბიციური გეგმა

რითი წავიდა პრემიერი ბრიუსელში? - ყველაზე მთავარი იმის დადასტურებაა, რომ საქართველო ინარჩუნებს ევროინტეგრაციის კურსს და უფრო მეტიც, აქვს კონკრეტული, საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს - მთავარი დომინანტი ეს თემა იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე - სპიკერმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

„ევროკავშირის წარმომადგენელმა მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე ძალიან ნათელი განმარტება გააკეთა. მან განმარტა, რომ საკითხები კომპლექსურია და იმედიანად არის განწყობილი, უბრალოდ ამისთვის საჭიროა რამდენიმე საათით მეტი დრო. მეც ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ ასეთი ფორმატით უფრო მალე იქნება შესაძლებელი თანხმობის მიღწევა.

რაც შეეხება წითელ ხაზებს, მოლაპარაკების დედააზრი და ფორმატი არის ის, რომ მოინახოს მაქსიმალური კომპრომისი, რათა წითელი ხაზები სამსჯელო სივრცეში გადმოვიდეს. საუბარი იმაზე თუ რა კომპრომისზე შეიძლება იყოს საუბარი,მოლაპარაკების ფორმატს სცდება", - განუცხადა ჟურნალისტებს სერგეენკომ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა