Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 122 ქვეყანაშია დაწყებული, ყველაზე მეტი ვაქცინირებული აშშ-შია, პროცესი ყველაზე სწრაფი ტემპით ისრაელში მიმდინარეობს

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 122 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 354 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 9.25 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

ყველაზე მეტი - 107 მილიონზე მეტი ვაქცინირებული აშშ-შია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 100 მოსახლიდან მინიმუმ ერთი დოზა მიიღო 32.2-მა ადამიანმა. რაოდენობით, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, სადაც 52.5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 3.7 ვაქცინირებულს უდრის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 45.8%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ვაქცინის მინიმუმ ერთ დოზა მიიღო 49.2 მილიონმა ადამიანმა, ვაქცინის ორივე დოზა კი მოსახლეობის 3.3 %-ს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა