დიმიტრი პესკოვი - რუსეთი და ბელარუსი უფრო ძმები არიან, ვიდრე მეგობრები

რუსეთი და ბელარუსი უფრო ძმები არიან, ვიდრე მეგობრები, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის ქვეყანას მსოფლიოში მეგობრები არ ჰყავს.

„ასეთი განცხადება ძნელად შეიძლება რუსეთს ეხებოდეს. რუსეთი და ბელარუსი „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შემადგენლობაში არიან და ჩვენ უფრო ძმები ვართ, ვიდრე მეგობრები,“- აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისათვის, ორი დღის წინ ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსს მსოფლიოში მეგობრები არ ჰყავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს