15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მოქალაქეებს მოუსმინეს და სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციები გაუწიეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსმენის უფლება მომხმარებლის გარანტირებული უფლებაა, რასაც უდიდესი ყურადღება ენიჭება ენერგოომბუდსმენის საქმიანობაში.

მომხმარებელთა უფლებების სრულყოფის და პრობლემების ანალიზის მიზნით ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართება, სადაც მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით შემდგომი ნაბიჯები დაისახება.

„მსოფლიო კალენდარში ეს დღე ოფიციალურად 1983 წლის 15 მარტიდან აღინიშნება, თუმცა სათავეს 1962 წლიდან იღებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯონ კენედის ცნობილი სიტყვიდან: ,,მომხმარებლები ეს არის უდიდესი ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც რეაგირებას ახდენს და რომელზედაც რეაგირებს ყოველი საზოგადოებრივი და კერძო ეკონომიკური გადაწყვეტილება. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ბირთვი, რომლის შეხედულებებიც ხშირად გაუთვალისწინებელი რჩება”.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2015 წლიდან ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის ინიციატივით აღინიშნება.

ყოველწლიურად ამ დღესთან დაკავშირებით ხორციელდება მომხმარებელთა უფლებების კვირეული სხვადასხვა აქტივობებით და ღონისძიებებით. თუმცა, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს ხალხმრავალი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა