მამუკა მდინარაძე - ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო დამშვიდობების შემდეგ კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რჩებოდა და მედიაციას გააგრძელებდა - ეს იყო ძალიან კარგი

ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო დამშვიდობების შემდეგ კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რჩებოდა და მედიაციას გააგრძელებდა - ეს იყო ძალიან კარგი, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„გამომდინარე იქედან, რომ გუშინ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა, პროცესი დროში ცოტა უნდა გაწელილიყო და შეიძლება კარგი არ ყოფილიყო, ვინაიდან, ეს ადამიანი საქართველოში დარჩა და მოლაპარაკებებს აგრძელებს, ეს მხოლოდ კარგია. მის დარჩენას ვიღაცეებმა რა კუდები მოაბეს, როგორ გაიტანეს შეხვედრის დეტალები, ეს ის საკითხებია, რომელზეც ვერ ვსაუბრობთ. დამერწმუნეთ, ბევრს ვილაპარაკებთ, შეთანხმების შემდეგ. ბევრ რამეს აღმოაჩენთ, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან სიმართლესთან არ ჰქონია ადგილი. ამის იქით სიღრმეში არ ჩავალ, რადგან შეხვედრის პირობებს ვიცავ", - აღნიშნა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა