დავით ზალკალიანი - საქართველო არის ევროკავშირის ყველაზე ახლო მოკავშირე და დასაყრდენი რეგიონში და ჩვენ, როგორც არასდროს ისე გვჭირდება მათი მხარდაჭერა

ფაქტია, რომ საქართველო არის ევროკავშირის ერთადერთი ყველაზე ახლო მოკავშირე და დასაყრდენი რეგიონში და როგორც არასდროს ჩვენ ისე გვჭირდება მათი მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ხელისუფლება ისაუბრებს იმაზე, თუ სად იმყოფება ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით.

ამასთან დავით ზალკალიანმა ისაუბრა ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკებების კონტექსტშიც და აღნიშნა, რომ აუცილებელია მოიძებნოს კომპრომისული ვარიანტი.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი გახლავთ შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და თავად ის ფაქტი, რომ ის უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის საკითხი არის ევროკავშირისთვის საქართველოში პოლიტიკურ პარტიების შორის კონსენსუსის მოძებნა. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რეგიონში შექმნილი ფონი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმისთვის, რომ ჩვენ ყველა შიდა კონსოლიდაციით ამჟამად უნდა ვიყოთ დაკავებული იმ გარე საფრთხეებზე გამკლავების გზების მოძიებით და არა ვთქვათ იმ კრიზისში შეყვანით პროცესის, რა სიტუაციაც არის დღეს. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ისე საქართველოს ხელისუფლება, რომ აუცილებელია მოიძებნოს კომპრომისული ვარიანტი.

ორივე მხარე, როგორც შარლ მიშელი, ასევე საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, ცდილობს რომ პროცესი დასრულდეს კონსენსუსით - ეს არის ნება ჩვენი მხარის და ასევე, დიდი სურვილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების. ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია ის, რომ პროცესი დასრულდეს ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები", - აღნიშნა მან.

ზალკალიანის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა არის ევროპელ პარტნიორებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატი.

"ეს არის ყველაზე შინაარსიანი ფორმატი, სადაც ძირითადად საუბარი მიმდინარეობს ასოცირების იმპლემენტაციაზე და ამ მხრივ საქართველოს მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, მაგრამ აუცილებელია ვისაუბროთ პროგრესზე და სამომავლო პერსპექტივებზე იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით რა ახალი რეალობაც გვაქვს შექმნილი რეგიონში ჩვენს გარშემო, ამიტომ ბუნებრივია იქნება საუბარი იმაზე თუ სად ვიმყოფებით ყველა ძირითადი მიმართულებით. ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში, რადგანაც დღემდე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სასურველია ევროკავშირის მეტი ჩართულობა. ფაქტია, რომ საქართველო არის ევროკავშირის ერთადერთი ყველაზე ახლო მოკავშირე და დასაყრდენი რეგიონში და როგორც არასდროს ჩვენ ისე გვჭირდება მათი მხარდაჭერა. ძალიან კომპლექსური დღის წესრიგია და ძალიან გვინდა, რომ ყველა პროცესი წავიდეს თანმიმდევრულად ისე, რომ ქვეყნის შიდა პროცესები არ იყოს წინააღმდეგობაში იმ გამოწვევებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის